- პროექტის სახელწოდება: თიხა
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადება: მოსწავლეები იკვლევენ თიხის წარმოშობის ადგილს და პერიოდს. რისის ვიყენებთ თიხას.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას თუ რამდენად აქტუალური იყო თიხა ჩვენს ქვეყანაში.მოიპოვებენ ინფორმაციას საქართველოს რომელ კუთხეში მოიპოვება თიხა. რა ადგილი ეჭირა მას წარსულში და რა ადგილი აკვაია დღეს. შეადარებენ თიხის გამოყენების აქტუალობას საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის.
- პროექტის მიზნები:მოსწავლეები იკვლევენ მსოფლიოს იმ ქვეყნებს სადაც მოიპოვება თიხა, მათ შორის საქართველო. იკვლევენ როგორ მოიპოვება და გამოიყენება თიხა. სწავლობენ იმ პერიოდს, როდესაც დაიწყეს თიხის გამოყენება, როგორც საქართველოში ისე მსოფლის სხვა ქვეყნებში. გამოიკვლევენ იმ ეპოქას, როდესაც აქტუალურად იყენებდნენ თიხის ჭურჭელს. შეისწავლიან თიხის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას (სამკაულები, მედიცინა, სამშენებლო მასალები, ჭურჭელი, კოსმეტიკა და სხვა). ასევე მოიძიებენ ინფორმაციას გათხრების შედეგად აღმოჩენილი თიხის ნაკეთობების შესახებ. გაავლებენ პარალელს თუ რა ცვლილებებია თანამედროვე და ძველი ეპოქის თიხას შორის.
- მონაწილეთა ასაკი:11-12, 13-14 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: სასწავლო წლის 4-5 თვე.
- მოსალოდნელიშედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოიპოვებენ ფოტო და ვიდეო მასალას, მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენას, პრეზენტაციას, მოაწყობენ გასვლით ღონისძიებას მუზეუმში. მოეწყობა ექსკურსია და მოსწავლეები გაეცნობიან და მიიღებენ იმფორმაციას იმ ადამიანებისაგან ვინც უშუალოდ მუშაობენ ან მუშაობდნენ თიხაზე და თვითონ შექმნიან თიხის ნაკეთობებს..
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი, წებოვანი ფურცლები, სურათები, დაფა, ცარცი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივიბები): მოსწავლეების ნაწილი წარმოადგენს პრეზენტაცის, წარმოგვიდგენენ თავისი ხელით გაკეთებულ თიხის ნაკეთობებს, იმუშავებენ ჯგუფებში.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, ბუნება/გეოგრაფია.
- პროექტის ხელმძრვანელი (მასწავლებელი): მაკა ალხანაშვილი
- ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: m.alkhanashvili@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://makaalkhanashvili.blogspot.com/
პროექტები და ღონისძიებები
Subscribe to:
Posts (Atom)
საკმაოდ საინტერესო პროექტია მაკა, ძალიან მომწონს...წარმატებები....
ReplyDelete