„ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღება გრძელდება
22.04.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მცირებიუჯეტიანი პროექტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება შემდეგ პრიორიტეტებთან:
- მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება;
- ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაცია;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება;
- მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;
- ევროინტეგრაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
- არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენცია;
- ძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია;
- მშობელთა ჩართულობის გააქტიურება შვილის სასკოლო ცხოვრებაში;
პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2016 წლის 28 აპრილის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.
პროექტის წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.
წყარო: mes.gov.ge
No comments:
Post a Comment